ეკონომიკა
საქართველოში დღეიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა
სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნა, თუმცა ეს ობიექტები შაბათ-კვირას არ იმუშავებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

გარდა ამისა, საქართველოს ხუთ ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში შაბათ-კვირას არ იმუშავებს არც მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც აღნიშნულ ქალაქებში 1-ელი თებერვლიდან აღდგება.

ამასთან 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება, გაყიდული საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.
Print