ახალი ამბები
მთავრობის ადმინისტრაციაში სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს ხვდებიან
მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს ხვდება.

ბიზნესის წარმომადგენლების მოთხოვნა ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობა, ქონებრივ გადასახადზე შეღავათები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და „კომენდანტის საათის" გადაწევაა.

როგორც „ქარვასლის" დირექტორმა ზურაბ შავლაყაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ ბიზნესი გაიხსნება, ბიზნესისთვის მომგებიანი უნდა იყოს, რადგან მომხმარებელთა ნაკადი ისედაც შემცირებულია.

აზრი უნდა ჰქონდეს, რომ კომპანიებმა მოგება მიიღონ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მთლიანად ვითხოვთ. საკმაოდ ძვირი უჯდება კომპანის თანამშრომლების გადაადგილება. ეს ხარჯები 3 ათასიდან 7 ათასამდეა და ხომ წარმოგიდგენიათ თვის განმავლობაში რამდენია",- განაცხადა შავლაყაძემ.
Print