ეკონომიკა
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობა იწყება
E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების განსაახლებლად, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტს, მსოფლიო ბანკი აფინანსებს და სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 264 992 488 ლარია.

,, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის საშუალებით ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო გზას დაუერთდება. ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა, საერთო ჯამში მოიცავს: 14 კმ-იანი 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზას, 21 ხიდს, 5 გვირაბს, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელებს, წყალგამტარ მილებს და სადრენაჟე სისტემებს. პროექტი შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას. თბილისდან, რიკოთის გვირაბამდე მისასვლელი დრო 30 წუთით შემცირდება, გზის გამტარუნარიანობა კი 4-ჯერ გაიზრდება, გზა საერთაშორისო და უსაფრთხოების სტრანდარტების დაცვით შენდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


Print