ეკონომიკა
მოქალაქეებს ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაეზრდებათ - დავით ნარმანია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მოქალაქეებს ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაეზრდებათ მათ შორის, არც 2021 და 2022 წლებში.
კომერციულ სექტორში გაზის ტარიფის ზრდა სემეკთან შეთანხმებას არ საჭიროებს. ხოლო, რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ნაწილს, ბუნებრივი გაზის ტარიფი სემეკის მიერ 3 წლის ვადითაა დადგენილი და შესაბამისად, ამ პერიოდში ტარიფის ზრდა არ მოხდება.
"ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთი წლის წინ დავადგინეთ სამ წლიანი ვადით, რაც ნიშნავს, რომ 2021 და 2022 წლებში მოქალაქეებს ბუნებრივი აირის ტარიფი არ გაეზრდებათ. - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
3 იანვრიდან შპს" თბილისი ენერჯის" არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება 24 თეთრით ეზრდებათ და ერთ კუბურ მეტრზე 86 თეთრის ნაცლად, ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ.

Print