ეკონომიკა
1 აშშ დოლარი 3.2327 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2327 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2327 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2338 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7732 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7913 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0181 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
Print