ეკონომიკა
ჩინეთი საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ქვეყანა გახდა
რუსეთი საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ქვეყანა აღარ არის. ის ჩინეთმა ჩაანაცვლა, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული პროდუქტი ჩინურ ბაზარზე გაიყიდა.საქართველოდან ჩინეთში საექსპორტოდ გატანილი პროდუქციის მთლიანი ღირებულება, გასულ წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა და რუსეთის მაჩვენებელს 63 მილიონი აშშ დოლარით გადაასწრო, 2019 წელთან შედარებით, წელს საქართველოდან ღვინის საერთო ექსპორტი, მათ შორის რუსეთში, 9 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა.
ყურძნის ნატურალი ღვინოები , საქართველოდან ექსპორტზე გატანილ პროდუქტებს შორის მესამე ადგილს იკავებს. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტზე სპილენძის მადანი და ფეროშენადნობები გავიდა.

ინფორმაცია ამის შესახებ საქსტატის, ადგილობრივი ექსპორტის 2020 წლის კვლევაში წერია.
საქსტატის მიხედვით , საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები, ჩინეთის და რუსეთის შემდეგ, ბულგარეთი, თურქეთი, უკრაინა, შვეიცარია, სომხეთი, ესპანეთი, აშშ და აზერბაიჯანია. ჩინეთის გარდა, ექსპორტის რაოდენობამ თითეულ ამ ქვეყანაში, 2019 წელთან შედარებით, კლება აჩვენა.

საერთო ჯამში, საქსტატის თანახმად, საქართველოდან სხვა ქვეყნებში გატანილი საექსპორტო საქონლის მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 12%-ით შემცირდა და თითქმის, 2018 წლის მონაცემს გაუთანაბრდა.
საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე ბოლო წლების განმავლობაში იზრდებოდა და 2019 წელს, რეკორდულ მაჩვენებელს - 500 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
მესამე სექტორის აზრით, რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია, რადგან რუსეთმა ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტები არერთხელ გამოიყენა.


Print