ეკონომიკა
ლარი ისევ გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1140 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1140 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0989 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0151 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6929 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6679 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0250 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
Print