ეკონომიკა
სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ - შესყიდვისგან ინვენსტორები თავს იკავებენ
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" საწყის გასაყიდ ფასს დაახლოებით 8 მილიონი დოლარით ამცირებს.
საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ რომ აუქციონი, რომელიც სასტუმროს გაყიდვის მიზნით მეორედ ცხადდება, მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოცხადდება და "ბორჯომი-ლიკანის" საწყისი ფასი აუქციონზე, 30 მილიონ დოლარამდე იქნება.
პირველად საჯარო აუქციონი სასტუმროს გაყიდვის მიზნით 2019 წლის 6 დეკემბერს ჩატარდა, თუმცა სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" შესყიდვით, არც ერთი ინვესტორი არ დაინტერესებულა.

საპარტნიორო ფონდი 2018 წლიდან სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" 100%-იანი წილის მფლობელია. გამოცხადებულ აუქციონზე სასტუმროს მინიმალური საწყისი ფასი 37 565 408 აშშ დოლარი იყო.




როდის დაიწყება რომანოვების სასახლის რეაბილიტაცია


რას აპროტესტებენ სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" თანამშრომლები


Print