ეკონომიკა
31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო, რეკომენდაციების დარღვევის გამო დაჯარიმდა
31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო, ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო დააჯარიმა.
ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია.

უწყების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით 90 რესტორანი შემოწმდა. ამასთან, შრომის ინსპექციამ დღეის მდგომარეობით სამი სასტუმრო დააჯარიმა, აქედან 1 რეკომენდაციების დარღვევისთვის, 2 კი იმის გამო, რომ მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ და შრომის ინსპექციის შემოწმებისა და ნებართვის გარეშე საქმიანობდნენ



კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დამტკიცდა


რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ ღია სივრცის მქონე კვების ობიექტებმა


ახალი რეგულაციები და გამოწვევები ბორჯომში კაფე-რესტორნებისთვის


Print