ეკონომიკა
Wizz Air - განცხადებას ავრცელებს
Wizz Air აქტიურად აკვირდება
გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს
მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას.
Wizz Air 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და კიდევ
უფრო გაფართოვდა 2016 წელს, ბაზის დაარსების შემდეგ. Wizz Air
ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2.5
მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. რამაც მნიშვნელოვნად
შეუწყო ხელი ტრეფიკის და ტურიზმის გაძლიერებას ბოლო წლების
განმავლობაში.
Wizz Air გამოხატავს მზაობას შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა
ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული
ფრენები.
Wizz Air მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური
ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა
დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას.
რთული დრო უდგას ტურიზმის სექტორს - გიორგი
პაპავა
პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტების მიერ
განხორციელებული ვიზიტები 13.2%-ით შემცირდა