ეკონომიკა
ბაკურიანში აბონენტების ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
ხვალ, 30 ივნისს , დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დაბა ბაკურიანის დიდველის, თრიალეთისა და აღმაშენებლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, გაზის დროებითი შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.



Print