ახალი ამბები
ბორჯომელი ფერმერის დაპაუზებული გეგმები
ორჯერ დასეტყვილი მოსავალი და თითქმის მარწყვის გარეშე დარჩენილი ბორჯომელი ფერმერი. სოფელ დაბაში ირმა მაღრაძეს უკვე წლებია კენკროვნები მოჰყავს. სამომავლო გეგმები რაც ჰქონდა, კორონავირუსის პანდემიამ დროებით დააპაუზა. კოოპერატივის თავმჯდომარე ბორჯომში ბიოტურიზმის განვითარებას გეგმავს, თუმცა ჯერ-ჯერობით არ იცის როდის შეძლებს იდეის რეალობად ქცევას.

რამდენად რთულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანა და შენახვა, როდესაც სოფელს ტრაქტორი არ ჰყავს მიწის დასამუშავებლად და აქვს უამრავი გამოწვევა.

ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ, რა პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ ფერმერს, გაიგეთ ჩვენი სიუჟეტიდან.
Print