ახალი ამბები
რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ ღია სივრცის მქონე კვების ობიექტებმა
ორშაბათიდან, 1 ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით მუშაობას განაახლებს ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები. 8 ივნისიდან კი რესტორნები გაიხსნება. პირველ ეტაპზე კერძო ობიექტებს მომხმარებლის მიღება აივნებზე, ღია ვერანდებზე მოუწევთ.

ბორჯომში მათი უმრავლესობა სტუმრების მისაღებად ემზადება, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა დაზუსტებით არ იცის რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ.

ჩვენი სიუჟეტიდან შეგიძლიათ გაიგოთ, რა რეგულაციები ვრცელდება კვების ობიექტებზე და რა უნდა იცოდნენ როგორც მენეჯერებმა, ასევე სტუმრებმა.
Print