ჯანდაცვა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 34-დე გაიზარდა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ორი მედპერსონალია. ცხინვალის ე.წ. სანიტარული სამსახურის უფროსის, ანა გაგლოევას ინფორმაციით, ამ დროისთვის „რეპუბლიკაში“, საერთო ჯამში კორონავირუსის 34 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

„პარასკევს 111 ტესტი ჩატარდა და 4-მა დადებით აჩვენა. კორონავირუსი გამოუვლინდა ორ მოქალაქეს, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ და მედიცინის 2 მუშაკს“,-აღნიშნა გაგლოევამ.

მისივე თქმით, მედიცინის მუშაკები, ზნაურის საავადმყოფოში მუშაობენ.

ამ დროისთვის, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 348 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
Print