ეკონომიკა
ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა
დღეს, 13 მაისს ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა.
დღეიდან მუნიციპალიტეტის 4 მაღალმთიანი სოფლის ტაბაწყურის, ბალანთის, ჭიხარულასა და მოლითის მოსახლეობას ბორჯომთან დაკავშირება შემოვლითი გზით აღარ მოუწევთ.
გზის გაწმენდითი სამუშაოები მერიის სპეც-ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. პროცესში უშუალო მონაწილეობა მერის წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა მიიღეს.
აღნიშნული საავტომობილო გზა ზამთრისა და ადრეული გაზაფხულის პერიოდში დიდთოვლობის გამო სრულად იკეტება. ამ პერიოდის განმავლობაში ადგილობრივებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გავლით უხდებათ ბორჯომამდე გადაადგილება.



Print