ეკონომიკა
მთავრობა ბაკურიანის კორონავირუსისგან უსაფრთხო ზონად გამოცხადებას განიხილავს
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, მთავრობა ცალკეული ტურისტული ადგილების კორონავირუსისგან უსაფრთხო ზონებად გამოცხადებას განიხილავს.

როგორც პრემიერმა ბათუმში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ამ ზონებს შორის განიხილება საირმე, წყალტუბო, გუდაური ბაკურიანი და კიდევ რამდენიმე პატარა მობილური ზონა. მისივე თქმით, ასეთი ზონა ვერ იქნება აჭარა, თუმცა შესაძლებელია გახდეს აჭარის ცალკეული ლოკაციები.

„იმ პროცესებიდან, რომელიც დღეს ეკონომიკაში ხდება,. შეიძლება ბათუმზე ვიფიქროთ, როგორც ცალკე აღებულზე და აქ გარკვეული წესები დავაწესოთ იმისთვის, რომ კოვიდისგან სუფთა ზონად გამოვაცხადოთ ცალკეული ლოკაციები”, - განაცხადა გახარიამ.

მანამდე პრემიერ მინისტრმა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ქვეყანაში COVID-19-გან უსაფრთხო ზონებზეც ისაუბრა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა: „საქართველოს აქვს შესაძლებლობა გამოყოს კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები. ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი, განსაკუთრებით ის კურორტები, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირდებოდნენ, როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები


ბორჯომი COVID-19-გან უსაფრთხო ტურისტულ ზონებში მოიაზრება

Print