ეკონომიკა
ხვალ, 10 მაისს, ბორჯომის ბაზარი გაიხსნება
ხვალ დილიდან, ერთთვიანი შეჩერების შედეგ, ბორჯომის ბაზარი მუშაობას განაახლებს.
ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია ,,ბორჯომს" ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა მიაწოდა.
ბორჯომის აგრარული ბაზარი ერთი თვის წინ, 8 აპრილს დაიხურა. ამის მიზეზი ქვეყანაში, კორონა ვირუსის ეპიდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გახდა.
Print