ეკონომიკა
თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა 11 მაისიდან მოიხსნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა 11 მაისიდან მოიხსნება ამის შესახებ მან ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრის დროს თქვა.  გარდა ამისა, მისი განმარტებით, 14 მაისიდან აღდგება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი მოიხსნება შეზღუდვა მარნეულში.
ამასთან,პრემიერის განცხადებით ძალაში რჩება კომენდანტის საათი.

Print