საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.7%-ით შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2020 წლის
იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.9 მლნ. აშშ დოლარი
შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.7
პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 778.2 მლნ. აშშ დოლარი იყო
(5.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 995.8 მლნ. აშშ დოლარი (1.4
პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის
იანვარ-მარტში 1 217.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო
ბრუნვის 43.9 პროცენტი შეადგინა.