ახალი ამბები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2816 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2816 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2845 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5960 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6363 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0403 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
Print