ახალი ამბები
უკრაინა სახელმწიფო საზღვრებს კეტავს
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 27 მარტს, დღის ბოლოს უკრაინის სახელმწიფო საზღვრები დაიკეტება. შეწყდება უცხოეთის ქვეყნებთან სამგზავრო მიმოსვლა. ვინც უცხოეთში დარჩა, მათ დაბრუნებაზე დიპლომატები იზრუნებენ. განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

"27 მარტს სახელმწიფო საზღვარი დაიკეტება და შეწყდება ყველა სამგზავრო გადაზიდვა. ორი კვირის წინ ჩვენ მოვუწოდეთ მოქალაქეებს უკრაინაში დაბრუნებულიყვნენ. უმეტესობამ, რომელთა მადლობელი ვარ, ეს დამოუკიდებლად გააკეთა. სხვები, დაახლოებით 80 ათასი უკრაინელი, დავაბრუნეთ თვითმფრინავებით, მატარებლებით და ავტობუსებით. დღეს უკვე ლოდინის დრო აღარ არის. ჩვენ რთული არჩევნის წინაშე აღმოვჩნდით იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და 40 მილიონ მოქალაქეს შორის, რომლებიც ქვეყნის შიგნით არიან“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

Print