ახალი ამბები
ირანში შიდა მიმოსვლა აიკრძალა
ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ირანში ქვეყნის შიგნით, ქალაქებს შორის მიმოსვლა აიკრძალა.
ირანში მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მოქალაქეებს სახელმწიფო ტელევიზიით აცნობეს. სხვა ქალაქებში მყოფი ირანელები სახლებში დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდნენ და გზად არსად არ უნდა გაჩერდნენ.

ისლამური რესპუბლიკის მთავრობა შიშობს, რომ ქვეყანას კორონავირუსის აფეთქების მეორე ტალღა ემუქრება, რადგან ნოვრუზის დღესასწაულის გამო, ბევრმა ირანელმა დაარღვია სახლში ყოფნის მითითება.

26 მარტის 11:30 საათის მონაცემებით, ირანში ოფიციალურად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 27017 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 9625. გარდაიცვალა 2077.

Print