ახალი ამბები
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 290-მდე გაიზარდა
სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით,  სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 290-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 18  პაციენტი.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა ორ კლასტერს უკავშირდება. ერთი ქალაქი ეჩმიაძინია, სადაც იტალიიდან ჩასულმა ქალმა წვეულება გამართა და მეორე ერევანში არსებული სამკერვალო ქარხანა.

Print