ახალი ამბები
გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაგზავნილი ნიმუშებიდან covid 19 არც ერთ ნიმუშზე არ დადასტურდა
"ლუგარის ლაბორატორიაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაგზავნილი 5 ნიმუშიდან covid 19 არც ერთ ნიმუშზე არ დადასტურდა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ, ჰოსპიტალის დირექტორმა, დავით ბარლიანმა განუცხადა. მისივე თქმით, ჰოსპიტალში სულ ორი ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ჰოსპიტალთან არსებულ საკარანტინე სივრცეს, იქ დაკვირვების ქვეშ 51 პირი იმყოფება, აქედან 34 სამხედრო მოსამსახურეა და 17 სამოქალაქო პირი.

წყარო: newposts.ge
Print