ახალი ამბები
stopcov.ge ინფორმაციას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც გაავრცელებს
საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდს, stopcov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება.
ამ ეტაპზე უკვე ფუნქციონირებს ვებ-გვერდის აზერბაიჯანული ვერსია, რომელიც უახლოესი დღეებში უფრო სრულყოფილი გახდება-აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საიტის სომხურენოვან ვერსიაზე, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება. ამასთან, საქართველოს მთავრობა ეთნიკური უმცირესობების ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ყველა მითითება და რეკომენდაცია ითარგმნა, ჩაიწერა ვიდეომიმართვები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და გავრცელდა როგორც ადგილობრივი მედიასაშუალების, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით.  ეთნიკური უმცირესობების ენებზე დაბეჭდილ საინფორმაციო მასალებს სახლებშიც არიგებენ.

Print