ახალი ამბები
ბრიტანეთმა ორზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების გამო, ორზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა. სატელევიზიო მიმართვაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსს "დიდი საფრთხე" უწოდა და მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ სახლში, რომ Covid-19-ის გავრცელება შეჩერდეს.

ბორის ჯონსონის განმარტებით, სულ მცირე სამი კვირის განმავლობაში ბრიტანელები სახლიდან უნდა გავიდნენ მხოლოდ პროდუქტის და მედიკამენტების შესაძენად, ან იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს სახლიდან ვერ ასრულებენ.

აიკრძალა ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრა ორ ადამიანზე მეტის მონაწილეობით. დაიკეტა ყველა მაღაზია, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა. პოლიციას დაევალა კარანტინის რეჟიმის დამრღვევთა დაჯარიმება.

”თუ თქვენ არ დაიცავთ წესებს, პოლიციას ექნება უფლებამოსილება ჩაერიოს",-განაცხადა ჯონსონმა.

Print