ახალი ამბები
ბორჯომში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეჩერებულა და ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობისა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეჩერებულა.

„მუნიციპალიტეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ობიექტებზე მიმდინარეობს ჩვეულებრივად მუშაობა, მშენებლები იცავენ რეკომენდაციებს და საგანგებო მდგომარეობით დადგენილ წესებს. არცერთი მშენებარე ობიექტი არ გაჩერებულა, შესასრულებელ სამუშაოებზე ვაცხადებთ ტენდერებსაც“ - აცხადებს დავით ზაალიშვილი.

იმის გამო, რომ ბორჯომში დაკეტილია ყველა სამშენებლო მაღაზია, მშენებელი კომპანიები უკავშირდებიან და ერთ-ერთი მაღაზია  თავად ახორციელებს მასალების ადგილზე მიტანას, რაც არ აფერხებს სამუშაო რეჟიმს.

Print