ახალი ამბები
ბაკურიანის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება - გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრმა, ახლახანს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბაკურიანის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება. გიორგი გახარიას კითხვა აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტმა დაუსვა.

ჟურნალისტი: "გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაკურიანის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება და დაადასტურებთ თუ არა ამას?"

გიორგი გახარია: "არა, არ დავადასტურებ! საკარანტინე ზონა ნიშნავს სპეციალურ ღონისძიებებს იმისათვის, რომ დაცული იყოს კონკრეტული ტერიტორია ფიზიკურად შესვლისგან და გამოსვლისგან და ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს ბაკურიანთან დაკავშირებით" - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, საკარანტინე ზონა დღეს ბაკურიანის რამდენიმე სასტუმროშიც მოეწყო. საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები სავალდებულო საინკუბაციო პერიოდს სწორედ ბაკურიანში გაივლიან.
Print