ახალი ამბები
მარნეულში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დაკავებულია
პოლიციამ მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა.ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ი.ი. დააკავეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - აცხადებენ უწყებაში.


Print