ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში რამდენიმე საკითხზე იმსჯელა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვიმა პარლამენტის სხდომაზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელა, საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდა ,   მისი თქმით  არჩევნები ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ 6 თვის თავზე.

"არჩევნები ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ 6 თვის თავზე. თუმცა, იმედია შევძლებთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებას იმ ვადაში, რომ დაგეგმილი არჩევნების დრომ არ გადაიწიოს ან გადაიწიოს მინიმალურად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე იმსჯელა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განაცხადა. ,,ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს''.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის საქართველოს დიასპორას ყოველმხრივ გვერდში დაუდგეს.

„ასეთ მძიმე ვითარებაში მოწყვლადი ჯგუფების მიმართ უფრო მეტი ყურადღება მოეთხოვება ყველას და განსაკუთრებით, პრეზიდენტს. ამ ადამიანებს ექნებათ სპეციფიკურ პრობლემები და გამოწვევები, რომელსაც ერთად უნდა მივხედოთ. ჩვენი დიასპორა უკიდურესად მძიმე, მორალურ და ხშირ შემთხვევაში მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფება. ჩვენი დიპლომატიური უწყება, საელჩოები და საკონსულოები 24 - საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად მუშაობენ ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის მათ ყოველმხრივ გვერდში დაუდგეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
Print