ახალი ამბები
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს საკონსიტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს საკონსიტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. „საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნამდვილად იყო აუცილებელი იმისთვის, რომ პრევენცია სათანადო სახით განხორციელდეს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეპუტატი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე იქნა მიღებული. მისივე თქმით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას დღესვე, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევა იყოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ერთ-ერთი ფაქტორი, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დეკრეტი და საგანგებო მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთი დარღვევების მიმართ უფრო მკაცრი ზომები იქნას მიღებული. „ეს სანქციებიც არის პრევენციის დამატებითი ეფექტიანი მექანიზმი. ანუ საგანგებო მდგომარეობა და დეკრეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი ზომები მივიღოთ კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით. შესაბამისად, დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნამდვილად აუცილებელი იყო იმისთვის, რომ პრევენცია სათანადო სახით განხორციელდეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
Print