ახალი ამბები
კორონავირუსის გამო აშშ რეგულარულ სავიზო მომსახურებას აჩერებს
კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ რეგულარულ სავიზო მომსახურებას ყველა ქვეყანაში აჩერებს. ამ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„კორონავირუსის პანდემიის გამო 20 მარტიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა ქვეყანაში არსებულ საელჩოებსა და საკონსულოებში სავიზო მომსახურებას დროებით აჩერებს. ყველა საიმიგრაციო ან არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
სავიზო მომსახურების აღდგენის თარიღი ამ დროისთვის უცნობია. ბოლო მონაცემებით, აშშ კორონავირუსით 16 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 219 ადამიანი ემსხვერპლა.
Print