ახალი ამბები
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ონლაინ კონსულტაციები იწყება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები იწყება. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, 

მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, საქართველოს შესაბამისი საელჩოს „Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვა, რომელიც ადგილსამყოფელ ქვეყანაში ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს უპასუხებს.

პირველი ასეთი ონლაინ კონსულტაცია გაიმართება დღეს - 2020 წლის 20 მარტს, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იტალიის დროით 17:00 საათზე, საელჩოს გვერდზე: https://www.facebook.com/ambasciatadigeorgia/

მოქალაქეებს ვთხოვთ, შეკითხვები გამოაგზავნონ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ", -ნათქვამია ინფორმაციაში.

საგარეო უწყების ინფორმაციით, სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ონლაინ კონსულტაციების მიმდინარე კვირის გრაფიკი ასეთია: 21 მარტი - ესპანეთი; 22 მარტი - საფრანგეთი;

ამასთან, მომდევნო კვირის გრაფიკი გამოქვეყნდება ორშაბათს - 23 მარტს.
Print