ახალი ამბები
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა იმატა
იტალიაში ბოლო 24-საათში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 345-ით გაიზარდა, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ კი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3526-ს მიაღწია. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 2503 ადამიანი, დაინფიცირებულია 31 506 პირი.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შედეგად გამოჯანმრთელდა 2 941 ადამიანი.
გლობალური მონაცემები კი ახალი კორონავირუსის გავრცელების რუკაზე ასე გამოიყურება: ვირუსის შედეგად მსოფლიოში დაიღუპა 7893 ადამიანი, გამოჯანმრთლდა 81 086 პაციენტი, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კი 194 503 ადამიანს შეადგენს
Print