ახალი ამბები
ვის უნდა მივმართოთ თუ პირი თვითიზოლაციის წესებს არღვევს
შსს-ს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ახდენენ თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ორივე უწყება 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მოქალაქე, რომელიც შენიშნავს, რომ პირი არღვევს თვითიზოლაციის წესებს, შეუძლია დარეკოს შემდეგ ნომრებზე:

შინაგან საქმეთა სამინისტრო: 112
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი: 116 001

ამ დროისათვის, შსს-ს მონაცემებით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი. საქართველოს პარლამენტი, დამრღვევი პირის მიმართ სასჯელის გამკაცრებაზე ფიქრობს.



Print