ახალი ამბები
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა, კლინიკას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.
მისივე განმარტებით, გამოჯანმრთელებული პაციენტი ერთი კვირა თვითიზოლაციაში იქნება.

55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა და რომელიც პირველია, ვისაც ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა, სრულად გამოჯანმრთელდა. მას ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, რაც ნიშნავს, რომ ის კორონავირუსის მატარებელი აღარაა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთაგან პნევმონია 8 პაციენტს აღენიშნება, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმე პნევმონიით ფასდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-ს შეადგენს.
Print