ახალი ამბები
ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით მიღებული სარგებელი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში 11-მა ოჯახმა ზამთარში, გასულ წელთან შედარებით ნაკლები შეშა დახარჯა და მეტი სითბო მიიღო. მიზეზი ენერგოეფექტური ღუმელია, რომელიც მათ პროექტის ფარგლებში გადაეცათ. გარდა ამისა ამავე ოჯახებში და სოფლის ამბულატორიაში მზის ჰელიო სისტემაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლებიც დამონტაჟდა. სოფელში ბუნებრივი აირი არ არის. თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით მოსახლეობის ნაწილს აღნიშნული პრობლემები ნაწილობრივ შეუმსუბუქდა.
Print