ახალი ამბები
კეთილ ნებაზე დაფუძნებული დეზინფექცია
ბაკურიანის სასტუმრო რუმსში აცხადებენ, რომ დეზინფექციას ახლა უფრო ინტენსიურად ახორციელებენ, ვიდრე აქამდე. ტელეკომპანია „ბორჯომმა“ მდგომარეობა მოიკითხა ბორჯომში არსებულ სამივე მაღალი კლასის სასტუმროშიც. რაც შეეხება საოჯახო სასტუმროებს, ერთ-ერთმა მეპატრონემ პირად საუბარში გვითხრა, რომ კორონავირუსის გამო არაერთი ჯავშანი გაუუქმდა. სამაგიეროდ, ბორჯომის რესტორნები მომხმარებელთა სიმცირეს არ უჩივიან. დეზინფექცია მიმდინარეობს სუპერმარკეტებშიც, თუმცა განსხვავებული ვითარებაა პატარა სასურსათო მაღაზიებში. დეტალები ნახეთ სიუჟეტში.
Print