ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთს ახალი პროკურორი ჰყავს
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მალხაზ გეწაძე დაინიშნა.
საქართველოს პროკურატურა განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ვებ. გვერდზე აქვეყნებს.

"თბილისის პროკურორად ლევან გეგეჭკორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ზაზა მეტონიძე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მალხაზ გეწაძე, ხოლო ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად შოთა კვაჭანტირაძე დაინიშნა. აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციები ეკავათ."

მალხაზ გეწაძემ სამცხე–ჯავახეთში ზაზა მეტონიძე ჩაანაცვლა.  მეტონიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად გადაიყვანეს.
Print