ახალი ამბები
პატრულ-ინსპექტორებმა ქალ-მძღოლებს 8 მარტი მიულოცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მძღოლ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

პატრულ-ინსპექტორებმა 8 მარტს ქალი მძღოლები ტრადიციულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეაჩერეს, თაიგულები გადასცეს და უსაფრთხო მგზავრობა უსურვეს.
Print