ახალი ამბები
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დროებით დაიკეტა
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროების თავიდან ასაცილებლად , ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 16 მარტის ჩათვლით დაიკეტა.

მომდევნო კვირას მუზეუმში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

მუზეუმი მუშაობას 17 მარტიდან განაახლებს.

Print