ახალი ამბები
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 600-მდე გაიზარდა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 600-მდე, დაინფიცირებულთა კი 106 211-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა 60 213 პაციენტი.

ფატალური შემთხვევებიდან უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული, ჩინეთს გარეთ კი ვირუსით 500-მდე ადამიანია დაღუპული, მათ შორის ყველაზე მეტი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში.

გარდაცვილთა სტატისტიკა ასეთია:
იტალია - 233 ადამიანი, ირანი - 145, სამხრეთ კორეა - 50, შეერთებული შტატები - 19, საფრანგეთი - 16, იაპონია -13, ესპანეთი- 10, ერაყი -4, ჰონგ-კონგი, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია - ორ-ორი. თითო პაციენტია გარდაცვლილი ფილიპინებში, შვეიცარიაში, არგენტინასა და ნიდერლანდებში.

განახლებული ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე:

https://www.worldometers.info/coronavirus/?fbclid=IwAR0r32J5sJWY89RLDOhDgHmiQIq9uxPiPp2p8Fc2SV0_oGmHpZ8LwTfcfXI

Print