ახალი ამბები
ნინა ბებოს 108-ე გაზაფხული
ნინა ხოჯაშვილი 108-ე გაზაფხულს ხვდება. ის 84 წლის შვილთან ერთად ხაშურის მუნიციპაიტეტის სოფელ ზემო აძვისში ცხოვრობს. საუკუნეს გადაცილებული ნინა ბებო ბავშვიბას იხსენებს. თიანეთში დაიბადა, დედა არ ახსოვს. ადრეულ ასაკში გარდაეცვალა , ობლად დარჩენილს მამის გარდა არავინ ყავდა , ამიტომაც უჯახის უფროსმა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა. 3 წლის ნინა ოჯახთან ერთად თიანეთიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. მისი გათხოვება მამამ ნაადრევად გადაწყვიტა. სკოლის მოსწავლე 14 წლის ასაკში დაოჯახდა. ქმარი მიყვარდა - ამბობს ნინა ბებო. პირველი შვილის დაბადების შემდეგ მეუღლესთან ერთად ზემო აძვისში მიდის სადაც ძველებურ ორსართულიან სახლში საუკუნეზე მეტია ცხოვრობს.ოჯახური იდილია მალე მეორე მსოფლიო ომმა დაარღვია. ფეხმძიმე ნინამ თავის ერთ ქალიშვილთან ერთად მეუღლე ომში გააცილა , ეს იყო მათი სამუდამო დამშვიდობება.
ობლად დარჩენილ მცირეწლოვან ბავშვებს დედის გარდა არავინ ჰყავდათ. შვილებს მზრუნველობას არ აკლებდა და ოჯახის საქმეებსაც თავდაუზოგავად უძღვებოდა. ორი ქალიშვილი გაზარდა, განათლება მიაღებინა, მათ მომავალზე იზრუნა. უმცროსი გაათხოვა, ხოლო 84 წლის ნორა დღემდე დედასთან ერთად ცხოვრობს.
ქალთა დღეს 8 მარტს დედა შვილი ერთმანეთს მიულოცავს. ნინა ბებო ამ თარიღს 108 შეხვდება. განვლილ ცხოვრებას სინანულით იხსენებს და მომავალ თაობას მიზნის მისაღწევად რჩევებსაც აძლევს.



Print