ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
ამ წუთებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პრესკონფერენციას მართავს. მისი თქმით საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი - მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა და საქართველოში კვირას დაბრუნდა.
"ბოლო შემთხვევა თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან. არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა კვირას თითქოს სიმპტომების გარეშე, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Print