ახალი ამბები
კორონავირუსის გამო იტალიაში ყველა სკოლა და უნივერსიტეტი დაიხურა
იტალიაში კორონავირუსის გავრცელების გამო 10 დღით დაიკეტა ყველა ადგილობრივი სკოლა და უნივერსტიტეტი.
მანამდე იტალიის ჩრდილოეთ რაიონებში, დაკეტეს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, სადაც ყველაზე მეტად არის დაავადება გავრცელებული. ზოგ ქალაქში ასევე მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს.

გარდა ამისა, სპორტული თამაშები, მაშ შორის იტალიის სერია A, ერთი თვის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ამჟამად იტალია ეპიდემიოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ქვეყანაა სამხრეთ კორეასთან და ირანთან ერთად.

იტალიაში დაავადებულთა საერთო რაოდენობა 3100-ს უახლოვდება. კორონავირუსს ქვეყანაში107 ადამიანი ემსხვერპლა.




Print