ახალი ამბები
საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ესტუმრა
საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა- „მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი არჩევის შემდეგ, საქართველოში გაიმართა. მეზობლებს შორის ასეთი ინტენსიური ორმხრივი ვიზიტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომხეთისთვის საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოსთვის სომხეთის მნიშვნელობას“. მისი თქმით, ვიზიტის განმავლობაში ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილება:
„საუბარი შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, სატრანსპორტო კომუნიკაციას, კულტურა, ხალხთა შორის ურთიერთობას. ბუნებრივია ასევე ვისაუბრებთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველო და სომხეთი გახლავთ ორივე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები. წლევანდელი წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიმართება. წელს მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება, შეჯამება",- ზალკალიანმა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრგიორიგ გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი პატივს მიაგებს ასევე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.

Print