„ფარული მიყურადება და ერთადერთი მოწმე“ - ადვოკატი ლიპარტიას საქმეზე
17:06 / 02.03.2020
თბილისის საქალაქო სასამართლომ
ბორჯომის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და მათთან ერთად დაკავებულ
ბიზნესმენს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულებს გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
ლიპარტიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქრთამის
ნაწილში დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. გაგი
მოსიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე საქმეში ერთადერთი მოწმის
ნიკოლოზ მეტრეველის ჩვენება და ფარული ჩანაწერები ფიგურირებს.
ბორჯომის მერს, ლევან ლიპარტიას ბრალდების მხარე ცეცხლსასროლი
იარაღის უკანონო ტარებასაც ედავება.
საქმის განხილვა სასამართლოში ერთ თვეში გაგრძელდება, მომდევნო
პროცესი აპრილშია ჩანიშნული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.