ბორჯომის სკოლებსა და საბავშო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო
15:27 / 02.03.2020
საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დღეს 2 მარტს დაიწყო და 16
მარტამდე გაგრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს დავალებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის
ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური
სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების დეზინფექცირება მიმდინარეობს ბორჯომის ყველა საჯარო
კსოლაში , სასკოლო ინვენტარი , საპირფარეშოები და სკოლის მიმდებარე
ტერიოტორიები სხვადასხვა ჯანმრთელობისთვი უსაფრთხო ხსნარებით
მუშავდება.
სააღმზრდელო პროცესი შეწყდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც.
ბაღებში სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით,
საპროფილაქტიკო-სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება , მიმდინარეობს
სველი წმენდის სამუშაოები, ირეცხება სათამაშოები და სხვადასხვა
ინვენტარი.
შეგახსენებთ 29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე
მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო
სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები
გახანგრძლივდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.