ახალი ამბები
კულტურის სამინისტრო თბილისის თეატრებს სპექტაკლების ჩვენების 16 მარტამდე შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს
კულტურის სამინისტრო თბილისის თეატრებს სპექტაკლების ჩვენების დროებით შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, თეატრებისადმი შესაბამისი რჩევა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე გაიცემა. აღნიშნულ პერიოდში თეატრებში შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

“ჯანდაცვის სამინისტროდან უკვე მოვიდა რეკომენდაცია. ვამზადებთ წერილს, რომელიც ყველა თეატრსა და შესაბამის სიპებს გაეგზავნებათ. 16 მარტამდე თუკი რამე წარმოდგენა იყო დაგეგმილი, ყველაფერი გადაიდება. რეკომენდაცია არის, რომ დეზინფექცია ჩატარდეს“, -აცხადებენ სამინისტროში.

Print