ახალი ამბები
დღეიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არდადეგები დაიწყო
საგაზაფხული არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დღეს 2 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავალებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით ჩაუტარდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სკოლებსაც მიმართა.

სააღმზრდელო პროცესი შეწყდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც. ბაღებში სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით, საპროფილაქტიკო-სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

როგორ მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები ბორჯომის საჯარო სკოლებსა და ბაღებში, თემაზე ტელეკომპანია „ბორჯომის“ გადამღები ჯგუფი მუშაობს, დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდს.

Print